ბოლო განახლება: 21 ივლისი 2024 წ

ერთის მხრივ, შპს „ბინვი” (შემდგომში შემსრულებელი) და მეორეს მხრივ, შემკვეთი ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგი პირობებით:

1. ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა:

1.1. შემკვეთი - "flyshop.ge"-ს სისტემაში დარეგისტრირებული პირი,რომელსაც სურს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების მიღება.
1.2. შეკვეთა - შემსრულებლის მიერ შემკვეთის სახელითა და ხარჯით, ამანათების ყიდვის განხორციელება პარტნიორ საიტებზე.
1.3. ტვირთი - შემკვეთის მიერ საზღვარგარეთ („ინტერნეტ მაღაზიაში“ ან სხვა ფიზიკური პირისაგან) შეძენილი და საქართველოში გასაგზავნად განკუთვნილი ნივთი ან საფოსტო გზანილი.
1.4. გადაზიდვა - საჰაერო ან სახმელეთო ტრანსპორტით ტვირთის საერთაშორისო ტრანსპორტირება.
1.5. შეგროვების ცენტრი/საწყობი - საზღვარგარეთ, პარტნიორი საიტების ტერიტორიაზე, შემსრულებლის მისამართზე არსებული ოფისი, სადაც უნდა განხორციელდეს საზღვარგარეთ შეძენილი ტვირთის მიტანა.
1.6. დანიშნულების პუნქტი - პერსონალურ გვერდზე შემკვეთის მიერ შერჩეული შემსრულებლის ან მისი პარტნიორის ოფისი, სადაც უნდა განხორციელდეს საქართველოში გადმოზიდული ტვირთის მიტანა.
1.7. რეალური წონა - საქონელის ფიზიკური, ფაქტობრივი წონა (ბრუტო).
1.8. მოცულობითი წონა - სიგრძე * სიგანე * სიმაღლე / 6000 - სანტიმეტრებში.
1.9. მხარე - შემკვეთი ან შემსრულებელი კონტექსტის შესაბამისად.
1.10. მხარეები - შემკვეთი და შემსრულებელი მოხსენიებული ერთად.
1.11. flyshop.ge - შემსრულებლის საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდი, რომლითაც ხდება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა
1.12. პარტნიორი საიტები - trendyol.com, taobao.com, tmall.com
1.13. პარტნიორი საიტების ქვეყანა:
  • trendyol.com - თურქეთი
  • taobao.com - ჩინეთი
  • tmall.com - ჩინეთი


2. ხელშეკრულების საგანი და ანგარიშსწორების წესი.

2.1. ხელშეკრულების საგანია:
    2.1.1. შემსრულებლის მიერ შემკვეთის სახელითა და ხარჯით, შეკვეთების განხორციელება პარტნიორ საიტებზე. აგრეთვე შემსრულებლის ან მისი პარტნიორის მიერ თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯით პარტნიორი საიტების ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე შეგროვების ცენტრიდან/საწყობიდან საქართველოს ტერიტორიაზე დანიშნულების პუნქტამდე ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება (სატრანსპორტო ექსპედიცია), აგრეთვე შემკვეთის ვალდებულებაა გადაუხადოს შემსრულებელს ამ ხელშეკრულებით შეთანხმებული სატრანსპორტო ექსპედიციის ღირებულება (პროვიზია).
    2.1.2. ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით, შემსრულებლის ვალდებულებაა გაუწიოს შემკვეთს მის მიერ მოთხოვნილი დამატებითი მომსახურებები, შემკვეთის ვალდებულებაა დამატებითი მომსახურების გაწევისათვის გადაიხადოს დადგენილი ღირებულება.
2.2. შემსრულებლის მიერ გაწეული სატრანსპორტო ექსპედიციის ან შეკვეთების ღირებულების გადახდა წარმოებს, უნაღდო ანგარიშწორების გზით ან ონლაინ გადახდის მეშვეობით.
2.3. შემსრულებლის რეკვიზიტებია:
შპს „ბინვი”
საიდენტიფიკაციო კოდი: 405556241;
მისამართი: საქართველო, თბილისი, ვარდისუბნის ქუჩა #6


3. შეკვეთების განხორციელების, სატრანსპორტო ექსპედიციის და აგრეთვე დამატებითი მომსახურების მიღების პირობები.

3.1. შეკვეთების განხორციელების, სატრანსპორტო ექსპედიციის მომსახურების, აგრეთვე ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა დამატებითი მომსახურებების მიღება შეუძლია flyshop.ge-ზე რეგისტრირებულ ნებისმიერ იურიდიულ და/ან 18 წელს მიღწეულ ფიზიკურ პირს.
3.2. flyshop.ge-ს სისტემაში დასარეგისტრირებლად შემკვეთმა ზუსტად და სრულყოფილად უნდა შეავსოს ველებში მითითებული შესაბამისი მონაცემები და დაეთანხმოს შეკვეთის განხორციელების, სატრანსპორტო ექსპედიციისა და სხვა დამატებითი მომსახურებების გაწევისათვის ამ ხელშეკრულებით დადგენილ პირობებს. შემკვეთის მიერ „ვეთანხმები“-ს ველის მონიშვნის შემთხვევაში მიიჩნევა, რომ იგი გაეცნო და ეთანხმება აღნიშნული ხელშეკრულების პირობებს.
3.4. ვებგვერდზე დასარეგისტრირებლად შეტანილი მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება შემკვეთს.
3.5. ვებგვერდზე რეგისტრაციის შემთხვევაში შემკვეთს მიენიჭება პარტნიორი საიტების ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე შეგროვების ცენტრის მისამართი, სადაც უნდა განხორციელდეს პარტნიორ საიტებზე შეძენილი ტვირთის მიტანა, აგრეთვე ეძლევა ინდივიდუალური კოდი. შემკვეთის სარგებლობისათვის შეიქმნება მისი პერსონალური გვერდი (შემდგომში - „პერსონალური გვერდი“). „პერსონალური გვერდით“ სარგებლობისათვის შემკვეთს გადაეცემა „მომხმარებლის სახელი“ და „პაროლი“. „პერსონალური გვერდის“ საშუალებით შემკვეთი შეძლებს „პაროლის“ კორექტირებას, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის მომსახურებების შეძენას, აგრეთვე შეძენილი მომსახურებების მართვას.
3.6. შეკვეთის განსახორციელებლად აუცილებელია შემკვეთის მიერ ბალანსის შევსება შემსრულებლის ვებ-გვერდზე. ბალანსის შევსება შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორების გზით ან საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით.
3.7. შემკვეთმა უნდა შეარჩიოს სასურველი პროდუქტი (მიუთითოს ზომა, ფერი, რაოდენობა და ა.შ თუ ეს შესაძლებელი და/ან სავალდებულოა), დააჭიროს ღილაკს ,,ყიდვა“, აირჩიოს სავალდებულო ველები და დაადასტუროს შეკვეთა დასტურის ღილაკზე დაჭერით.
3.8. შეკვეთის განხორციელების შემდეგ ნივთის ფასი და პარტნიორი საიტების ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ღირებულება ავტომატურად გადაერიცხება გამყიდველს. შემსრულებელი ნივთის შეძენისას, ტვირთის მიწოდების ადგილად უთითებს პარტნიორი საიტების ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე შეგროვების ცენტრის (საწყობის) მისამართს. გამყიდველი ვალდებულია ნივთი მიაწოდოს პარტნიორი საიტების ქვეყნის ტერიტირაზე არსებულ შემსრულებლის საწყობს, იმ აღწერილობით, ფორმითა და რაოდენობით, რაც მას ჰქონდა მითითებული ვებ-გვერდზე. ამანათის პარტნიორი საიტების ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე საწყობში მიწოდებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გამყიდველს.
3.9. თუ გამონაკლის შემთხვევებში, ნივთი არ მიეწოდა პარტნიორი საიტების ქვეყნის ტერიტორიაზე შემსრულებლის ან მისი პარტნიორის საწყობს, საიტზე მითითებულ დროში, გადაცილებული დროიდან 10 დღის განმავლობაში შემკვეთი უნდა დაუკავშირდეს შემსრულებელს და აცნობოს ამის შესახებ წერილობით საკონტაქტო ელ.ფოსტაზე support@flyshop.ge. ხოლო შემსრულებელი ვალდებულია, მიწეროს პარტნიორი საიტების გამყიდველს ამანათის საწყობში არმიწოდების შესახებ. ამ შემთხვევაში გამყიდველი მიიღებს გადაწყვეტილებას, ნივთის ახლიდან გამოგზავნის ან ფულის დაბრუნების შესახებ. თუ გამყიველი არ უპასუხებს მოთხოვნას ფულის დაბრუნების ან თავიდან გამოგზავნის შესახებ, ამ შემთხვევაში პარტნიორი საიტის ადმინისტრაცია ჩაერთვება განხილვაში და საჭიროების შემთხვევაში დააბრუნებს ფულს შემკვეთის ანგარიშზე.
3.10. თუ 3.9 პუნქტში მითითებულ დროში არ მოხდა დაკავშირება წერილობითი ფორმით ვებ-გვერდზე ნივთის საწყობში არ მიწოდების შესახებ, შემსრულებელს უფლება აქვს არ განიხილოს დაგვიანებით მიღებული საჩივარი ამანათის დაკარგვასთან დაკავშირებით.
3.11. გამყიდველის ან პარტნიორი საიტების მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში, დაბრუნებული თანხა ვებ-გვერდზე, მომხმარებლის ბალანსზე აისახება.
3.12. თუ მომხმარებელი წერილობით შეატყობინებს შემსრულებელს, ამანათის დაზიანების, პრობლემურობის, აღწერასთან შეუსაბამობის ან/და სხვა შემთხვევების შესახებ, შემსრულებელი ამ შეტყობინების მიღებიდან 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში დაუკავშირდება გამყიდველს და 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში შეეცდება მოლაპარაკების გზით მომხმარებლის პრობლემის გადაწყვეტას. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსრულებელი 1 (ერთი) თვის ვადაში შეეცდება პრობლემის მოგვარებას პარტნიორ საიტთან კომუნიკაციის გზით. კომუნიკაციის ნებისმიერ ეტაპზე შემსრულებელი ინფორმაციას მიაწვდის შემკვეთს გამყიდველის პოზიციის შესახებ. შესაძლებელია გამყიდველმა ნაწილობრივ აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, ან მოითხოვოს ნივთის დაბრუნება ანაზღაურების მიზნით. ასეთ შემთხვევაში შემსრულებელს არ ეკისრება ამანათის დაბრუნების ვალდებულება და დაბრუნებასთან დაკავშირებით შემკვეთისათვის რეკომენდაციის მიცემით შემოიფარგლება. ნივთის დაბრუნების ხარჯებს სრულად ანაზღაურებს შემკვეთი.
3.13. შემკვეთი ვალდებულია 3.12 პუნქტში აღწერილი პრობლემის შესახებ დაუკავშირდეს შემსრულებელს, ამანათის გატანიდან 36 საათის განმავლობაში წერილობითი ფორმით ელ. ფოსტაზე support@flyshop.ge. თუ აღნიშნულ დროში არ მოხდა დაკავშირება მომხმარებლის მიერ, შემსრულებელი უფლებამოსილებას იტოვებს არ განიხილოს დაგვიანებით მიღებული საჩივარი ამანათის დაზიანებასთან/აღწერასთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით.
3.14. 3.13. პუნქტით გათვალისწინებულ ვითარებაში თანხის დაბრუნების შემთხვევაში დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ ნივთის ღირებულება, საქართველომდე ტრანსპორტირების თანხა არ ანაზღაურდება. დაბრუნებული თანხა ვებ-გვერდის ბალანსზე აისახება.
3.15. 3.13. პუნქტით გათვალისწინებული ვადა არ ვრცელდება თუ ყუთს ან შეფუთვას აღენიშნება გარეგანი დაზიანება, ასეთ შემთხვევაში ამანათი უნდა გაიხსნას წარმომადგენლის თანდასწრებით მის გატანამდე და ნივთის დაზიანების დადასტურების შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ შემსრულებელს შეატყობინოს დაუყოვნებლივ.
3.16. შემსრულებელი უფლებამოსილებას იტოვებს, ნებისმიერ დროს გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა, ტექნიკური ან სხვა ნებისმიერი პრობლემის არსებობის შემთხვევაში და მომხმარებელს გადახდილი თანხა დაუბრუნდება ვებ-გვერდის ბალანსზე ავტომატურად. შემსრულებელი არ არის ვალდებული ტრანზაქციის გაუქმების შემდეგ, ვებ-გვერდის ბალანსზე დაბრუნებული თანხა, დაუბრუნოს მომხმარებელს საბარათე ანგარიშზე ან გადასცეს პირადად. ბალანსზე ჩარიცხული თანხის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ნებისმიერი ნივთის შესაძენად ან სხვა სერვისების ღირებულების დასაფარად.
3.17. ბალანსზე არსებული ნაშთის დაბრუნება საბარათე ანგარიშზე მოხდება მხოლოდ კომპანიის მიერ ფუნქციონირების შეწყვეტის შემთხვევაში.
3.18. შემსრულებელი პასუხისმგებელია შემკვეთთან ნივთის მდგომარეობაზე, მის კონტროლზე მხოლოდ პარტნიორი საიტების ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე საწყობში მიღების მომენტიდან, მის საქართველოში ტრანსპორტირებამდე. სხვა შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარება შემკვეთს პრობლემატური შემთხვევების გადაწყვეტაში და გამყიდველთან კომუნიკაციაში. მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს უფლება მოითხოვოს გამყიდველთან მიმოწერის წარდგენა შემსრულებელი-საგან წერილობითი ფორმით.
3.19. თუ ნივთი დაიკარგება საწყობში მიღების ან გამოგზავნის შემდეგ, ტრანსპორტირებისას, მის გაცემამდე, ამ შემთხვევაში შემსრულებელი ანაზღაურებს ნივთის ღირებულებას 100%-ით, შესაბამისი ფაქტის გამოკვლევიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში. ნივთის ღირებულების შესაბამისი თანხა აისახება ვებ-გვერდის ბალანსზე. აღნიშნული პირობა არ ვრცელდება ამავე ხელშეკრულებით და კანონით გათვალისწინებულ ფორს მაჟორულ სიტუაციებზე.
3.20. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, შემკვეთისათვის თანხის დაბრუნება ხდება დასაბრუნებელი თანხის მომხმარებლის გვერდის ბალანსზე ჩარიცხვით, შემსრულებელი არ არის ვალდებული პირადად გადასცეს ან საბარათე ანგარიშზე ჩაურიცხოს თანხა შემკვეთს. თანხის დაბრუნების შემთხვევაში შემკვეთი ვალდებულია ამანათი გადასცეს შემსრულებელს. შემსრულებელს უფლება აქვს არ დაუბრუნოს თანხა შემკვეთს ამანათის გადაცემამდე.
3.21. პარტნიორ საიტზე შესყიდვის განხორციელების შემდეგ, შემსრულებლის პარტნიორი საიტების ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე შეგროვების ცენტრში/ საწყობში ამანათის მიტანის შემთხვევაში, შემსრულებელი ელ-ფოსტის ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით ან/და „პერსონალური გვერდზე“ გაუგზავნის შემკვეთს შეტყობინებას ტვირთის მიღების თაობაზე.
3.22. შეგროვების ცენტრში ტვირთის მიტანა, ჩაითვლება შემკვეთის შეკვეთად ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად შემსრულებლის მიერ სატრანსპორტო ექსპედიციის მომსახურების გაწევის, აგრეთვე შესაბამისი საფუძვლის არსებობისას სხვა დამატებითი მომსახურებების გაწევის თაობაზე.
3.23. შეგროვების ცენტრში ამანათის მიტანის შემდგომ, შემსრულებელი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს ტვირთის შეგროვების ცენტრიდან საქართველოში დანიშნულების პუნქტში გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებები.
3.24. ტვირთის დანიშნულების პუნქტში გადაზიდვის შემდგომ, შემსრულებელი ელ-ფოსტის ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების ან/და „პერსონალური გვერდის“ მეშვეობით ატყობინებს შემკვეთს ტვირთის დანიშნულების ადგილზე ჩამოტანის თაობაზე, აგრეთვე უგზავნის სატრანსპორტო ექსპედიციის, ხოლო შესაბამისი საფუძვლის არსებობისას სხვა დამატებითი მომსახურებების გაწევისათვის შედგენილ ელექტრონული სახის ინვოისს, რომელშიც მითითებული იქნება შემკეთის მიერ გადასახდელი ღირებულება;
3.25. პარტნიორი საიტების ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე შეგროვების ცენტრიდან(საწყობიდან) საქართველოს მიმართულებით ტვირთის გადაზიდვა ხორციელდება საჰაერო ან სახმელეთო ტრანსპორტით. ტვირთის ტრანსპოტირების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს: ამ პუნქტით განსაზღვრული ტვირთის ტრანსპორტირების ვადა არ არის ფიქსირებული, ამასთან შემსრულებელი პასუხისმგებლობას არ იღებს ფორსმაჟორული სიტუაციების შემთხვევაში ტვირთის ჩამოსვლის დაგვიანებაზე (მაგ: რეისების დაგვიანება, გაფიცვები, სტიქიური მოვლენები და სხვა) ასევე დღესასწაულებთან დაკავშირებულ გადატვირთვებზე ავიაკომპანიებში და საბაჟო პროცედურებით გამოწვეულ დაგვიანებებზე.
3.26. შემსრულებლის მიერ შემკვეთისათვის ტვირთის დანიშნულების პუნქტში მიტანის თაობაზე ელ-ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით ან პერსონალური გვერდზე შეტყობინების გაგზავნიდან 30 დღის განმვლობაში შემკვეთი ვალდებულია გამოცხადდეს გატანის პუნქტში, უზრუნველყოს სატრანსპორტო ექსპედიციის მომსახურების გაწევისათვის ამ ხელშეკრულებით დადგენილი პროვიზიის (ღირებულების) გადახდა და ჩამოსული ტვირთის მიღება. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ტვირთის შენახვასთნ დაკავშირებით ხარჯის წარმოშობის შემთხვევაში ამ ხარჯის გადახდა დაეკისრება შემკვეთს.
3.27. შემსრულებელი უფლებამოსილია არ გადასცეს შემკვეთს ტვირთი 3.28 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენამდე.
3.28. ტვირთის მიღებისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) შემკვეთის ამანათის მისაღები 11 ნიშნა SMS კოდი ან პირადობის დამადასტურებელი სურათიანი დოკუმენტი;
ბ) შემკვეთის მიერ ტვირთის მიღებაზე მინიჭებული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ტვირთის მიღება სურს მესამე პირს;
გ) საჭიროების შემთხვევაში, სატრანსპორტო ექსპედიციის მომსახურებისათვის განსაზღვრული ღირებულების (პროვიზიის) სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი მომსახურებისათვის განსზღვრული ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საჭიროების შემთხვევაში, ამ პუნქტის 3.26 პუნქტით განსაზღვრული ტვირთის შენახვის ხარჯის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მიქცევისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სავალდებულოა ტვირთის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მიქცევა.
3.29. შემსრულებლის მიერ შემკვეთისათვის ტვირთის დანიშნულების პუნქტში ჩამოტანის თაობაზე შეტყობინების გაგზავნიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში შემკვეთის მიერ ამ ხელშეკრულების 3.26-3.28 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ტვირთზე საკუთრების უფლება გადადის შემსრულებელზე, რომელიც უფლებამოსილია შემკვეთთან შეუთანხმებლად განსაზღვროს მისი შემდგომი ბედი, ამასთან შემსრულებელი არ კარგავს კუთვნილი საზღაურის მიღების მოთხოვნის უფლებასაც.


4. სატრანსპორტო ექსპედიციის ღირებულება (პროვიზია) და გადახდის წესი.

4.1. ამანათის მოცულობითი წონა გამოითვლება ფორმულით (სიგრძე * სიგანე * სიმაღლე / 6000 - სანტიმეტრებში). 4.2. პარტნიორი საიტების ქვეყნის ტერიტორიზე მდებარე შეგროვების ცენტრიდან (საწყობიდან) საქართველოში დანიშნულების პუნქტამდე ტვირთის გადაზიდვასათან დაკავშირებული მოქმედებების შესრულებისათვის (სატრანსპორტო ექსპედიციის განხორციელებისათვის), შემკვეთის მიერ გადასახდელი ღირებულება (პროვიზია) დამოკიდებულია ტვირთის რეალური წონის ოდენობაზე და ტვირთის მოცულობით წონაზე.
4.3. ამ ხელშეკრულების 4.2 პუნქტის გათვალისწინებით, თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე შეგროვების ცენტრიდან(საწყობიდან) საქართველოს ტერიტორიაზე დანიშნულების პუნქტამდე ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულებისათვის (სატრანსპორტო ექსპედიციისათვის), შემკვეთის მიერ შემსრულებლისათვის გადასახდელი ღირებულება (პროვიზია) შეადგენს: ტვირთის ყოველ რეალური წონის 1 კგ-ზე (დამრგვალება ხდება 100 გრამის სიზუსტით) 3.50 (სამი აშშ დოლარი და ორმოცდაათი ცენტი) ა.შ.შ. დოლარის ეკვივალენტი ამანათის თურქეთის ტერიტორიზე მდებარე შეგროვების ცენტრში მიტანის დღისათვის არსებული სს “საქართველოს ბანკის” დოლარის შესყიდვის კომერციული კურსით ლარში. აღიშნული ფასი მოიცავს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
4.4. ამ ხელშეკრულების 4.2 პუნქტის გათვალისწინებით, ჩინეთის ტერიტორიაზე მდებარე შეგროვების ცენტრიდან(საწყობიდან) საქართველოს ტერიტორიაზე დანიშნულების პუნქტამდე ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულებისათვის (სატრანსპორტო ექსპედიციისათვის), შემკვეთის მიერ შემსრულებლისათვის გადასახდელი ღირებულება (პროვიზია) შეადგენს: ტვირთის ყოველი დაანგარიშებული წონის, რაც გულისხმოს მოცულობით წონასა და რეალურ წონას შორის უდიდესს, 1 კგ-ზე (დამრგვალება ხდება 100 გრამის სიზუსტით) საჰაერო გზით 11.95 (თერთმეტი დოლარი და ოთხმოცდათხუთმეტი ცენტი) ა.შ.შ. დოლარის ეკვივალენტი ამანათის ჩინეთის ტერიტორიზე მდებარე შეგროვების ცენტრში მიტანის დღისათვის არსებული სს “საქართველოს ბანკის” დოლარის შესყიდვის კომერციული კურსით ლარში. აღიშნული ფასი მოიცავს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
4.5. ამ ხელშეკრულების 4.2 პუნქტის გათვალისწინებით, ჩინეთის ტერიტორიაზე მდებარე შეგროვების ცენტრიდან(საწყობიდან) საქართველოს ტერიტორიაზე დანიშნულების პუნქტამდე ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულებისათვის (სატრანსპორტო ექსპედიციისათვის), შემკვეთის მიერ შემსრულებლისათვის გადასახდელი ღირებულება (პროვიზია) შეადგენს: ტვირთის ყოველი დაანგარიშებული წონის, რაც გულისხმოს მოცულობით წონასა და რეალურ წონას შორის უდიდესს, 1 კგ-ზე (დამრგვალება ხდება 100 გრამის სიზუსტით) სახმელეთო გზით 5.95 (ხუთი დოლარი და ოთხმოცდათხუთმეტი ცენტი) ა.შ.შ. დოლარის ეკვივალენტი ამანათის ჩინეთის ტერიტორიზე მდებარე შეგროვების ცენტრში მიტანის დღისათვის არსებული სს “საქართველოს ბანკის” დოლარის შესყიდვის კომერციული კურსით ლარში. აღიშნული ფასი მოიცავს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
4.6. სატრანსპორტო ექსპედიციის მომსახურების გადახდა სავალდებულოა ტვირთის საქართველოში ჩამოტანიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. შემსრულებელს უფლება აქვს არ გადასცეს ტვირთი შემკვეთს, სატრანსპორტო ექსპედიციის ღირებულების სრულ გადახდამდე.


5. დამატებიტი მომსახურებები:

5.1. შემკვეთს უფლება აქვს სატრანსპორტო ექსპედიციის მომსახურებასთან ერთად შემსრულებელს შეუკვეთოს ამ პუნქტის 5.2-5.4 ქვეპუნქტებით განსაზღვრული დამატებითი მომსახურებები. დამატებითი მომსახურებების შეკვეთა შემკვეთს შეუძლია მისი „პერსონალურ გვერდზე“ შესაბამისი ველის მონიშვნით ან/და შესაბამის ველში ინფორმაციის შეტანით.
5.2. საბაჟო მომსახურება:
5.2.1. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია პარტნიორი საიტების ქვეყნის ტერიტორიიდან საქართველოში გადმოზიდული ტვირთის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მიქცევა, შემკვეთი ვალდებულია გაეცნოს ელექტრონული ან მატერიალური სახის დეკლარაციაში ასახულ მონაცემებს და იმ შემთხვევაში თუ არ ეთანხმება მათ დაუყოვნებლივ აცნობებს აღნიშნულის თაობაზე შემსრულებელს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში წარუდგენს მას კორექტირებისათვის საჭირო დოკუმენტებს. შევსებული ინფორმაცია ელექტრონული საშუალებითვე ავტომატურად გადაეგზვება შესაბამის საგადასახადო ორგანოს. დეკლარაციაზე დათანხმებიდან 30 დღის განმავლობაში შემკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს დეკლარაციაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მიქცევისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების გადარიცხვა. ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება შემკვეთს.
5.2.2. შემკვეთი წინასწარ აცხადებს თანხმობას 5.2.1 პუნქტით განსაზღვრული პირობებზე. შემკვეთს უფლება არა აქვს უარი განაცხადოს საბაჟო მომსახურებაზე, თუ სატრანსპორტო ექსპედიციის შედეგად საქართველოში ჩამოტანილი ტვირთი ექვემდებარება განბაჟებას.
5.2.3. შემსრულებელი უფლებას იტოვებს ნებისმიერი სახის ზიანი (მათ შორის ჯარიმის გადახდა) დააკისროს შემკვეთს, თუ აღნიშნული გამოწვეულია შემკვეთის მიერ საბაჟო ან/და ამ პუნქტის 5.2 ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობით.
5.2.4. შემსრულებლის მიერ ამ პუნქტის 5.2 ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით საბაჟო მომსახურების გაწევა არის უსასყიდლო.
5.3. განვადებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება შემკვეთსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებული ხელშეკრულებით.


6. სპეციფიკური პირობები

6.1. იმ შემთვევაში თუ შემკვეთი ფიზიკური პირის ასაკი 18 წელზე ნაკლებია, მომსახურების მიღებისათვის იგი ვალდებულია მიიღოს მშობლების (მეურვის ან მზრუნველი) წერილობითი ნებართვა და ყველა მოქმედება შეუთანხმოს მას.
6.2. შემსრულებელი უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები თუ იგი აღნიშნულს გამოაქვეყნებს პერსონალურ გვერდზე ან ვებ-გვერდზე. შემკვეთის მიერ მომსახურების გაწევის შემდგომი მოთხოვნა ჩაითვლება შეცვლილ პირობებზე მის თანხმობად.
6.3. შემკვეთი გამოთქვამს თანხმობას მის მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე გაიგზავნოს საინფორმაციო შინაარსის შეტყობინებები;
6.4. შემკვეთი გამოთქვამს თანხმობას მის მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე გაიგზავნოს სარეკლამო შინაარსის შეტყობინებები შესაბამისი ველის მონიშვნით რეგისტრაციის დროს ან სისტემური შეტყობინების საშუალებით სადაც ასევე შეუძლია მონიშნოს შესაბამისი თანხმობის ველი; შემკვეთს შეუძლია უარი თქვას სარეკლამო სახის შეტყობინებებზე პროფილის გვერდიდან შესაბამისი მონიშვნის მოხსნით;
6.5. შემკვეთი უფლებას აძლევს შემსრულებელს გამოიყენოს მისი პერსონალური მონაცემები ან გააცნოს იგი მომსახურების პროცესში ჩართულ სხვა პირებს ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირებს.
6.6. შემსრულებელს უფლება აქვს თავის შეხედულებისამებრ ნებისმიერი შეტყობინება შემკვეთს გაუგზავნოს ელ-ფოსტის ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით ან/და პერსონალურ გვერდზე, ან/და მატერიალური დოკუმენტის სახით. ამ წესით გაგზავნილ ნებისმიერ შეტყობინებას გააჩნია იურიდიული ძალა.
6.7. მხარეები თანხმდებიან რომ ნებისმიერი სახის ელექტრონულ დოკუმენტს ან/და ელექტრონული სახის ინფორმაციას/ჩანაწერს გააჩნია იურიდიული ძალა, თუ იგი განხორციელებულია ვებ-გვერდის, პერსონალური გვერდის ან/და შემკვეთის ელ-ფოსტის ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით.
6.8. პერსონალურ გვერდზე შემკვეთის მომხმარებლის სახელითა და პაროლით შეტანილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩაითვლება შემკვეთის შესრულებულად.
6.9. შემკვეთის მიერ შემსრულებლის ვებ-გვერდზე დარეგისტრირება ნიშნავს რომ შემკვეთისათვის ცნობილია ამ ხელშეკრულების პირობები და იგი ეთანხმება მათ.
6.10. შემკვეთი წინასწარ აცხადებს, რომ მას არ სურს ტვირთის დაზღვევა;


7. მხარეთა უფლება-მოვალეობები.

7.1. შემსრულებელს უფლება აქვს:
7.1.1. უარი განაცხადოს მომსახურებაზე ან შეწყვიტოს იგი, თუ შემკვეთი ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არ უზრუნველყოფს ვალდებულებების შესრულებას
7.1.2. შემკვეთთან შეთანხმების გარეშე თავად შეარჩიოს გადამზიდავი, ან/და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის საჭირო სხვა პირები;
7.1.3. თავადაც, საკუთარი ძალებით უზრუნველყოს შეგროვების ცენტრიდან დანიშნულების პუნქტმდე, ან/და შემკვეთის მიერ მითითებულ მისამართამდე ტვირთის გადაზიდვა.
7.1.4. არ მიიღოს ტვირთის წარმომდგენი პირისაგან კანონმდებლობით აკრძალული ტვირთი, აგრეთვე მალფუჭებადი ტვირთი; ასევე ტვირთი, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის.
7.1.5. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსთხოვოს შემკვეთს ტვირთის შენახვისათვის განსაზღვრული ხარჯების ანაზრაურება;
7.1.6. ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები, მათ შორის მომსახურების ღირებულება.
7.1.7. მოსთხოვოს შემკვეთს მასზე დაკისრებული ვალდებულებების კეთილსინდისიერი და ჯეროვანი შესრულება;
7.1.8. მოსთხოვოს შემკვეთს მის მიერ მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება;
7.1.9. ისარგებლოს ყველა იმ უფლებით, რომელიც მინიჭებული აქვს ამ ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით;
7.2. შემსრულებელი ვალდებულია:
7.2.1. თავის კომპეტენციის ფარგლებში სრულად, დროულად, უსაფრთხოდ და დაუზიანებლად უზრუნველყოს შემკვეთისათვის ტვირთისა და მისი თანმხლები დოკუმენტების გადაცემა.
7.2.2. შემკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ტვირთის მოძრაობასთან დაკავშირებული სრულყოფილი ინფორმაცია.
7.2.3. ტვირთი გადასცეს მხოლოდ შემკვეთს ან მის წარმომადგენელს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
7.2.4. დაადგინოს ტვირთის რეალური წონა, დაუანგარიშოს შემკვეთს გაწეული მომსახურებისათვის გადასახდელი ღირებულება.
7.2.5. პასუხი აგოს ტვირთის ან მისი თანმხლების დოკუმენტების მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, ან მათი მართლსაწინააღმდეგო გამოყენებისათვის თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა, ან მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენებული იქნა მისი ბრალეული ქმედებით;
7.2.6. სრული მოცულობით აუნაზღაუროს შემკვეთს, ბრალეული ქმედებით მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანი.
7.2.7. ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს ამ ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
7.2.8. ხელი არ შეუშალოს შემკვეთს მისთვის ამ ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში;
7.3. შემკვეთს უფლება აქვს:
7.3.1. მოსთხოვოს შემსრულებელს მასზე დაკისრებული ვალდებულებების კეთილსინდისიერი და ჯეროვანი შესრულება;
7.3.2. მოსთხოვოს შემსრულებელს მისი ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
7.3.3. სრულად ისარგებლოს ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებით.
7.4. შემკვეთი ვალდებულია:
7.4.1. დროულად უზრუნველყოს შემსრულებლის ან მისი წარმომადგენელის გაფრთხილება მსხვრევადი/ მტვრევადი საქონელის შესახებ.
7.4.2. არ განახორციელოს კანონმდებლობით აკრძალული ტვირთის შეძენა;
7.4.3. დროულად და სრულად უზრუნველყოს შემსრულებელისათვის კუთვნილი ღირებულების გადახდა.
7.4.4. იქონიოს ყველა ნებართვა, ლიცენზია ან სხვა დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისო შეთანხმებებით ან კანონმდებლობით სავალდებულოა საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის განხორცილებისათვის;
7.4.5. სრული მოცულობით აუნაზღაუროს შემსრულებელს ან მესამე პირს, მისი ბრალეული ქმედებით მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანი.
7.4.6. ხელი არ შეუშალოს შემსრულებელს მისთვის ამ ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებაში.
7.4.7. ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული უფლებამოვალეობები;


8. მხარეთა პასუხისმგებლობა და დაუძლეველი ძალა.

8.1. მხარეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად და სრულად, ხელშეკრულების პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, შეასრულონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
8.2. მხარეები პასუხს აგებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობასა და არაჯეროვნად შესრულებაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8.3. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულებების სრული ან/და ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, მათ შორის დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევაში, რომლის დროსაც შეუძლებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
8.4. „დაუძლეველი ძალის“ ქვეშ იგულისხმება გარემოებები, რომელთა დადგომა, ზემოქმედების თავიდან აცილება და გადალახვა მხარეებს არ ხელეწიფებოდათ, კერძოდ: წყალდიდობა, მიწისძვრა, აფეთქებები, ავია კატასტროფა, ხანძარი, ავარია, ემბარგო, ომი და საომარი მოქმედებები, ბლოკადა, გაფიცვები, კანონმდებლობის ცვლილებები, რომლებიც აუარესებენ წინამდებარე ხელშეკრულების მხარეების სამართლებრივ სტატუსსა და რეჟიმს და სხვა გარემოებები.
8.5. მხარე, რომელიც მიუთითებს დაუძლეველი ძალის გარემოებაზე თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან იმ ფარგლებში, რომლებშიც მას ხელი შეუშალეს დაუძლეველი ძალით გამოწვეულმა გარემოებებმა. ამასთან, იგი არ თავისუფლდება ამ ხელშეკრულების იმ სხვა ვალდებულებათა შესრულებისგან, რომელთა შესრულებასაც ხელს არ უშლის დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებები.


9. დავის გადაწყვეტის წესი

9.1. მხარეები ადგენენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა პრეტენზია განხილული უნდა იქნეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში, მხარის მიერ პრეტენზიის წერილობითი ფორმით მიღების დღიდან.
9.2. ყველა დავა და უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წყდება მხოლოდ მხარეთა შორის მოლაპარაკების შედეგად. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკების შედეგად შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, მაშინ მხარეთა შორის დავას განიხილავს საქართველოს სასამართლო.


10. ხელშეკრულების ვადა და მოშლა

10.1. წინამდებარე ხელშეკრულება მოქმედებს შემკვეთის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის ვადით;
10.2. ერთ-ერთი მხარის ინიციატივით ხელშეკრულება შეიძლება მოიშალოს ცალმხრივად, ნებიმიერ დროს. ასეთ შემთხვევაში მხარეებმა უნდა გაასწორონ ანგარიში. ამ პუნქტით განსაზღვრული უფლების გამოყენების შემთხვევაში, მოშლის/შეწყვეტის ინიციატორი მხარე ვალდებული არ არის განუმარტოს მეორე მხარეს, მის მიერ გადაწყვეტილების მიღების მოტივი.
10.3. თითოეულ მხარეს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება ამ მუხლით გათვალისწინებული წესის დაუცველად თუ მეორე მხარე არღვევს დაკისრებულ მოვალეობებს და შესაბამისმა მხარემ განუსაზღვრა მას გონივრული ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად, ხოლო დამრღვევმა მხარემ ვერ უზრუნველყო დადგენილ ვადაში დარღვევის გამოსწორება.


11. დასკვნითი დებულებები

11.1. შემსრულებლის მიერ ვებ-გვერდზე, პერსონალურ გვერდზე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელ-ფოსტის მეშვეობით მიწოდებული და მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ჩაითვლება წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად და განიხილება მასთან ერთად.
11.2. თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულება ბათილია, მიუხედავად ბათილობის საფუძვლისა, ეს არ გამოიწვევს მთელი ხელშეკრულების ბათილობას. ამ შემთხვევაში ხელშეკრულების დარჩენილი დებულებები მოქმედებს ბათილი დებულების გარეშე.
11.3. ყველა იმ საკითხის რეგულირების მიზნით, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე ხელშეკრულებით, მხარეები სარგებლობენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
11.4. წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერით ძალადაკარგულად ცხადდება მხარეებს შორის წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებამდე არსებული ყველა მოლაპარაკება ან მათი ნაწილი, რომელიც ეწინააღმდეგება წინამდებარე ხელშეკრულებას.


12. ტრანსპორტირებისთვის აკრძალული ნივთები.

12.1. ტრანსპორტირებისთვის აკრძალული ნივთების სიაში შედის:

სახმელეთო გზით

საჰაერო გზით
მომხმარებლის მხრიდან აკრძალული პროდუქციის გამოგზავნის შემთხვევაში ექსპედიტორი კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქციის საქართველოში გამოგზავნაზე ან უცხოეთში საბაჟოს მხრიდან პროდუქციის კონფისკაციაზე.

12.2. იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი აღნიშნულ პროდუქციას დაურთავს საექსპორტო ლიცენზიას (Export License) ან ინვოისში მითითებული იქნება, რომ შეძენილი ნივთის ტრანსპორტირება ნებადართულია პარტნიორი საიტების ქვეყნის საზღვრებს გარეთ , შეზღუდვა მოიხსნება, ამასგარდა დაშვებულია: (სხვა ჩვეულებრივ ნაწარმთან ერთად) მცირე რაოდენობით საკვები პროდუქტის, 4 ლიტრამდე ალკოჰოლური სასმელის , 10 კოლოფამდე არაფსიქოტროპული, ურეცეპტო მედიკამენტისა და 250 გრამამდე თამბაქოს ნაწარმის შეძენა.


13. ნივთის უკან დაბრუნება.

13.1. ნივთის უკან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ თურქეთიდან გამოწერილი ამანათების შემთხვევაში
13.2. უკან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ არასწორად ჩამოსული ან ტრანსპორტირების დროს დაზიანებული ნივთის შემთხვევაში
13.3. შემკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს ნივთის მიწოდება შემსრულებლის ოფისამდე
13.4. შემკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს ნივთის დაბრუნება, ნივთის თბილისის საწყობში ჩამოსვლიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში